ქეთევან სოლომონიშვილი


ქეთევან სოლომონიშვილი
დირექტორი, არქიტექტორი

არქიტექტორი,

დიზაინერი,

პროექტის მმართველი,

სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის დოქტორანტი.


დაიბადა ქ. თბილისში.

1988 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1988-89 წლებში მუშაობდა «საქქალაქმშენსახპროექტში» არქიტექტორად, მერაბ ჩხენკელის სახელოსნოში, მონაწილეობდა სოხუმის უნივერსიტეტის პროექტირებაში.

1990 წელს მონაწილეობდა საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - «წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტი». დაჯილდოებული იქნა პატრიარქის მიერ.

1991 წელს მიწვეული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ატლანტაში, ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის რუფას ჰიუსის მიერ. გაეცნო ქ. ატლანტის თანამედროვე არქიტექტურას, რუფას ჰიუსის შემოქმედებას და ატლანტის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კოლეჯის სწავლების მეთოდებს. მასალა სამუშაო ვიზიტის შესახებ გამოაქვეყნა ჟურნალ დროშაში.

1991-2000 წლებში მუშაობდა მხატვრად და გამოფენების კურატორად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუზეუმში. ამავე წლებში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის ცნობილ სამხატვრო გალერეებთან და საქართველოს საელჩოსთან, სადაც იმართებოდა ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენები.

2000-2007 წლებში მუშაობდა მოსკოვში დეველოპერულ და სამშენებლო-საპროექტო კორპორაციულ ორგანიზაციებში, არქიტექტორად და საპროექტო განყოფილების უფროსად. ხელმძღვანელობდა პროექტის განხორციელებას ნულოვანი ეტაპიდან - ობიექტის ექსპლუატაციამდე. ახდენდა კოორდინირებას პროექტის მონაწილე ორგანიზაციებს შორის.

2004 წელს იღებს ჟურნალ «Современный дом»-ის პრემიას საცხოვრებელი სახლი-«პირამიდა»-ს პროექტში. (მოსკოვის არქიტექტორთა კავშირის ყოველწლიური კონკურსი - «Азбука загородного строительство»).

2004 წელს სწავლობს ბაუმანის სახელობის მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალობით თანამედროვე ინტერიერის დიზაინერი.

2005 წელს მოსკოვის ცენტრალური მხატვრის სახლში აწყობს პერსონალურ გამოფენას - «Любовь спасет Мир».

2006-07 წლებში იღებს განათლებას ბიზნესის მიმართულებით, სპეციალობით - თანამედროვე ორგანიზაციის მენეჯმენტი, მოსკოვის აკადემიაში «Народного Хозяйства при правительстве Российской Федерации, в центре подготовки управленческих кадров Российской Федерации, факультет «Институт менеджмента и маркетинга»

მოსკოვსა და მის შემოგარენში განხორციელებული ობიექტები:

  • ელიტური დასახლება «Шервуд», «Веледниково», «Борки», მოსკოვის დასავლეთის მიმართულებით, ახალი რიგის და რუბლოვის ტრასა. (Девелоперская корпорация «Инком-Недвижемость»).
  • ელიტური დასახლება ბალაშიხის რაიონში. (Девелоперская компания VMP- Недвижемость»).
  • სამრეწველო შენობის რეკონსტრუქცია, გარდაქმნა ავტოსალონად. «Автомир» г. Москва, ул. Иркутская.
  • სამრეწველო-სასაწყობო შენობის რეკონსტრუქცია – ღვინის ქარხანა “Урожай”. Московская обл. г. Балашиха.
  • შენობის რეკონსტრუქცია, დაშენება, გარდაქმნა სასწავლო ცენტრად - ენერგეტიკის ინსტიტუტის ფილიალი - “МИЭЭ”, г. Москва, Щелковский пр-д.
  • რეკონსტრუქცია სასტუმრო - “Аст-Гоф”-ის, г. Москва. р-н Филевский парк.
  • შენობის გადაგეგმარება ადმინისტრაციულ შენობად г. Москва. ул. Верхнелихоборская.
  • შენობის გადაგეგმარება სამკერვალო ფაბრიკად г. Москва 1-ый Иртышский пр-д.
  • სავაჭრო-გასართობი ცენტრ “ЕВРОПЕЙСКИ”-ის ინტერიერის დიზაინ-პროექტები.
  • ელიტური ბინების დიზაინ პროექტები საცხოვრებელ კომპლექსში “Олимпик” г. Москва ул. Коштоянца (Строительно-экономическое объединение “Время”, г. Москва).


2007 წელს გადადის ქ. კიევში. იწყებს მუშაობას კომპანიაში «Магнат Дизайн Центр», მთავარ არქიტექტორად. ახორციელებს კომპანია «Лукойл-Украина»-ის ოფისის (ул. Верхний вал) გეგმარებას და დიზაინ პროექტს VIP ზონებისთვის.

2007 წელს კიევში ხსნის საპროექტო სტუდიას “RED HOUSE”.

უკრაინაში განხორციელებული ობიექტები:

  • რესტორანი ოდესის ტრასაზე - დამკვეთი კომპანია «Лукойл-Украина».
  • კერძო სასტუმრო ბორისლავის რაიონში «ПГТ Сходница» - დამკვეთი კერძო პირი.
  • ბალზაკის სახელობის სამუზეუმო, საოფისე, საცხოვრებელი კომპლექსი ქ. ბერდიჩევში, Житомирская область.
  • ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ვინიცაში - კონცეპტუალური გადაწყვეტა ქალაქგეგმარების, მერიის შენობის, საცხოვრებელი კომპლექსის.
  • საოფისე, სავაჭრო ცენტრი ქ. ვიშნოვკაში - კონცეპტუალური გეგმარებითი და მოცულობითი გადაწყვეტა.
  • საცხოვრებელი რეზიდენცია კიევის ელიტურ რაიონში - Печерск.

2010 წელი - ქ. თბილისი საპროექტო სტუდიო “RED HOUSE”-ის დამფუძნებელი.

2017 წელი - შემოქმედებითი სასწავლო სტუდიის „Apollo“-ს დამფუძნებელი.

2017 წელი - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი.

2020 წელი - „RED HOUSE“- ს რეორგანიზაცია, „Prime Houses“ -ის დამფუძნებელი, დირექტორი.