თამაზ გოგოლაძე


თამაზ გოგოლაძე
მთავარი არქიტექტორი

არქიტექტორი;

მხატვარი;

სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.


თამაზ გოგოლაძე დაიბადა 1957 წელს ქალაქ თბილისში.

1981წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 

1988 წელს გაწევრიანდა არქიტექტორთა კავშირში.

1990 წელს დაჯილდოვდა „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კონკურსის“ პრემიით.

1991 წელს  მიწვეულ იქნა ატლანტის (აშშ) ტექნიკურ უნივერსიტეტში.

1993 წელს დაამთავრა ასპირანტურა.

1993 წელს გაწევრიანდა მხატვართა საერთაშორისო ფედერაციაში.

2000-2007 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში. იყო არქიტექტურული განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი არქიტექტორი. უძღვებოდა მოსკოვის დასავლეთის მიმართულებით ქალაქგარეთ ელიტური დასახლებების მშენებლობას.

2007-2010 წლებში მოღვაწეობდა ქალაქ კიევში. იყო „კიევბუდპროექტ“-ის მთავარი არქიტექტორი. ასევე „სიფერტპროექტ“-ის მთავარი არქიტექტორი. არქიტექტურული სტუდია „Red House”-ის დამფუძნებელი, მთავარი არქიტექტორი.

2010 წლიდან დღემდე მოღვაწეობს თბილისში. სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არქიტექტურული სტუდია „Prime House”-ის მთავარი არქიტექტორი. თამაზ გოგოლაძე ასევე გახლავთ პროფესიონალი მხატვარი.


პერსონალური გამოფენები:


1991-1992 წ. თბილისი. ცენტრალური სამხატვრო გალერეა;

1991 წ. აშშ. ქალაქი ატლანტა; „ჯორჯია ტეხ“-ის გალერეა;

1993-1995 წ. მოსკოვი. საქართველოს კულტურული ცენტრი-„მზიური“ და საქართველოს საელჩო;

1995 წ. გერმანია. ქალაქი მიუნჰენი, კერძო გალერეა;

2005 წ. მოსკოვი. მხატვრის ცენტრალური სახლი;

2010 წ. აშშ. ქალაქი მაიამი. „აურუმ გალერეა“;

2011 წ. თბილისი. თიბისი გალერეა.

2011 წ. აშშ. ქალაქი მაიამი „არტ ბაზელი“.  


არქიტექტურული ობიექტები:

 

შერვუდის, ველედნიკოვოს, ბორკის დასახლება. 

მოსკოვის შემოგარენი 2000-2004 წ.

ინდივიდუალური ელიტური სახლები მოსკოვის ქალაქგარეთ 

2000-2007 წ.

სახლი პირამიდა

მოსკოვი 2004. კონკურსი - „ქალაქ გარეთ მშენებლობის ანბანი. „თანამედროვე სახლი“ -ჟურნალის პრემია

სასტუმრო „ასტ-გოფ“ -ის  რეკონსტრუქცია

მოსკოვი. 2006

ავტომობილების სავაჭრო, სერვის ცენტრი „ავტომირი“ - რეკონსტრუქცია

მოსკოვი. 2006

სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექხი - რეკონსტრუქცია

მოსკოვის შემოგარენი 2006

მრავალფუნქციური ადმინისტრაციულ- საცხოვრებელი კომპლექსი

ქალაქ ვიშნოვის ცენტრალური ნაწილი (უკრაინა) 2008

ბიზნეს ცენტრი

ქალაქი ვინიცა (უკრაინა) 2008

ბალზაკის ცენტრი - მრავალფუნქციური კომპლექსი 

ბერდიჩევი (უკრაინა) 2007

ველნეს კომპლექსი

დელფინარიუმის რეკონსტრუქცია

სასტუმროების კომპლექსი „იალტა ინტურისტები“ 2009 უკრაინა

მცირე სასტუმრო

სხოდნიცა (უკრაინა) 2008

და ა.შ.