გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს 4 ეტაპს:
ამ ეტაპზე დამკვეთს საკუთარი გემოვნებით ინტერიერის მოწყობაში ვეხმარებით. პროფესიონალური რჩევები დაგიცავთ შეცდომებისგან.
გულისხმობს ზონირებას, ტიხრებისა და ავეჯის განთავსებას. ეს დიზაინ-პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია.
დიზაინ პროექტის სრული პაკეტი გეგმარებასთან ერთად, მოიცავს ინტერიერის სტილის, ფერთა გამას, მასალებისა და ავეჯის შერჩევას, ასევე 3D გამოსახულების შექმნას. ფართობების კომპიუტერული ანგარიში დაგიზოგავთ მასალას.
ინტერიერის მოწყობა დეკორატიული ელემენტებით, ტექსტილის შერჩევა. დეკორირება ინტერიერის მოწყობის დამამთავრებელი ეტაპია. ის ქმნის კომფორტს და ინტერიერს ესთეტიურობას ჰმატებს. დეკორირებაში შედის ინტერიერის მხატვრული ტილოებით და ფოტომასალით გაფორმება. გვაქვს სამხატვრო გალერეა. ასევე, შეგვიძლია ინდივიდუალური ესკიზით შევასრულოთ ნახატი თქვენი ინტერიერისათვის.
კონსულტაციის ეტაპი გულისხმობს:
გთავაზობთ კონსულტაციების შემდეგ სახეობებს:
1. ინტერნეტ-კონსულტაცია - 100 ლ.
რა უნდა გააკეთოთ ამ მომსახურების მისაღებად:
გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე ბინის ფოტოები, აზომვითი ნახაზები, ჩანახატი რის გაკეთებასაც აპირებთ. მოგვცეთ შეკითხვა.
თქვენი კითხვის კორექტულობა შეფასდება 1 დღის განმავლობაში. ასევე, თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენი დახმარება. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გაცნობებთ და თქვენ ჩარიცხავთ მომსახურების თანხას.
რას მიიღებთ: გაშლილ პასუხს თქვენს შეკითხვაზე; დიზაინერის კონსულტაციას 3 დღის განმავლობაში.
2. გასვლითი კონსულტაცია - 300 ლ.
რა უნდა გააკეთოთ ამ მომსახურების მისაღებად:
გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე ბინის ფოტოები, აზომვითი ნახაზები, ჩანახატი რის გაკეთებასაც აპირებთ. მოგვცეთ შეკითხვა; მიუთითოთ სახლის მისამართი და თქვენი ტელეფონი.
1 დღის განმავლობაში დაგირეკავთ და შევთანმხდებით შეხვედრაზე. ჩარიცხოთ თანხა. შეხვედრა გაგრძელდება არა უმეტეს 2 საათისა.
რას მიიღებთ: წინასწარ მომზადებულ რეკომენდაციებს, რომელიც შედგენილია თქვენს მიერ გამოგზავნილი მასალის შესწავლის საფუძველზე. მიიღებთ პასუხებს თქვენს კითხვებზე შეხვედრის ფორმატში, ან წერილობით 3 დღის განმავლობაში. პასუხები და რეკომენდაციები გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტის მეშვეობით.
3. გაშლილი კონსულტაცია ობიექტზე გასვლით - 700 ლარიდან ზემოთ (გამომდინარეობს ობიექტის მოცულობიდან და სირთულიდან).
რა უნდა გააკეთოთ ამ მომსახურების მისაღებად:
სასურველია გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე ბინის ფოტოები. მოგვცეთ შეკითხვები; მიუთითოთ სახლის მისამართი და თქვენი ტელეფონი. განისაზღვრება მომსახურების ჩამონათვალი და სირთულე, რის შემდეგაც შეფასდება სამუშაო და გამოგეგზავნებათ პასუხი. ჩარიცხავთ თანხას. ჩვენ დაგირეკავთ და შევთანხმდებით შეხვედრაზე. შეხვედრა გაგრძელდება არა უმეტეს 2 საათისა.
რას მიიღებთ: აზომვით ნახაზს. ელექტრონულ ნახაზს ბინის გეგმარების, ტიხრების განლაგებითა და ზონირებით; კონსულტაციას შეხვედრის დროს. 10 დღის განმავლობაში ელექტრონულად გამოგეგზავნებათ: ბინის გეგმის ნახაზები, ავეჯის განთავსება, ფერითი გამის შერჩევა; სტილის შერჩევა; ჩანახატები, ან 3D სურათები. ასევე მიიღებთ ინფორმაციას მაღაზიებისა და მწარმოებლების შესახებ.
კონსულტაციის გარდა, ასევე გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს - სრულყოფილ დიზაინ-პროექტს, რემონტის ზედამხედველობას, მასალების შერჩევა-ყიდვას, დეკორირებას.