დეკორირება პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება - ჩვენ ხშირად ვყიდულობთ ხელოვნების ნიმუშებს, ჩამოგვაქვს უცხოეთიდან სუვენირები, ორიგინალური ავეჯით ვანახლებთ ინტერიერს. მიუხედავად ამისა, პროფესიონალი დეკორატორის მომსახურების საჭიროება ხშირად დგება.
გთავაზობთ მომსახურებას - ინტერიერის დეკორირებას, ანუ ინტერიერის დიზაინის დამაგვირგვინებელი, ბოლო ფაზის შესრულებას.
ინტერიერის დიზაინ პროექტი და ავეჯის შერჩევა არის ის ბაზა, რომლის საფუძველზეც ხდება დეკორირება. რაც უფრო პროფესიონალურადაა ეს ეტაპები გავლილი დიზაინერის მიერ, მით უკეთ მიმდინარეობს დამაგვირგვინებელი ეტაპი - დეკორირება.
ჩვენი პროფესიონალი გუნდი დაგეხმარებათ ავეჯის შერჩევაში, 3D კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით შეგიქმნით ინტერიერის დეკორირების ესკიზს და დაგეხმარებით დეკორის ნივთების შერჩევაში.
დეკორატორის მიერ ინტერიერის გაფორმება ხდება მომხმარებლის სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით, კითხვარის შევსების საფუძველზე.
ინტერიერის დეკორატორის მომსახურება მოიცავს:
აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, სადაც საინტერესო ინფორმაცია გელით დეკორირების შესახებ, ასევე სურათების გალერეა, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ სურვილების ჩამოყალიბებაში.