გრგ - განაშენიანების რეგულირების გეგმა


გრგ - განაშენიანების რეგულირების გეგმა

2018 წლის 20 ივლისის, საქართველოს კანონი "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი".

2019 წლის 3 ივნისის, საქართველოს მთავრობის N261 დადგენილება "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ".

განაშენიანების რეგულირების გეგმა - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი. დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს, აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.

პრაიმჰაუსი ადგენს ნებისმიერი სირთულის განაშენიანების რეგულირების გეგმას შესაბამისი კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით. დაგვიკავშირდით!