დეკორირება - 10 მარტივი მეთოდი


20 Mar
20Mar

დეკორირების ყველაზე მარტივი მეთოდები, ანუ რჩევები დიზაინერისგან, როგორ განვაახლოთ ინტერიერი მინიმალური დანახარჯებით.


ინტერიერის პროფესიონალურად დეკორირება მარტივი საკითხი არ არის, რადგან ეს პროცესი დიზაინერისაგან გამოცდილებას, ცოდნას, გემოვნებას მოითხოვს, ხოლო დამკვეთისგან - სურვილების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარსა და ფინანსურ დანახარჯებს.

დეკორირება ფინანსური კუთხით პირობითად შეიძლება დავყოთ პრემიუმ, ბიზნეს და ეკონომ კლასად. შესაბამისად შეძენილი ნივთების ხარისხიც ამ კატეგორიებად დაიყოფა.

ინტერიერის მაღალი კლასის დეკორირება ყველა დროში ფუფუნებად ითვლებოდა, თუმცა წარმოების ზრდამ და ინოვაციებმა დიზაინის კუთხით დიდი შესაძლებლობები მისცა, როგორც დეკორატორებს, ასევე დამკვეთებს. დღეს ყველაზე დაბალი ბიუჯეტითაც შესაძლებელია განაახლოთ, კომფორტულად მოაწყოთ და შექმნათ ესთეტიური გარემო. მეტიც, დიზაინერები, სრულად უფასოდ ინტერნეტის საშუალებით გაძლევენ პროფესიულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ინტერიერის მოწყობაში. ასე რომ, თუ საკუთარი ძალებითა და შეზღუდული ბიუჯეტით დააპირეთ დეკორირება, გაითვალისწინეთ ჩვენი პროფესიონალური რჩევები!

გთავაზობთ, უმარტივეს მეთოდებს, რომლის გატარების შემდეგაც თქვენი მოსაწყენი ინტერიერი ცხოვრებისათვის სასიამოვნო გახდება. მაშ ასე...

1 - განაახლეთ სანათები ინტერიერში!

დეკორირება

არასაკმარისმა განათებამ შესაძლებელია გაგიფუჭოთ არა მარტო მხედველობა, არამედ ხასიათიც. განათება ფსიქოემოციურ ფონს გიქმნით. ის არ შეიძლება ძალიან მკაფიო, ან ძალიან სუსტი იყოს. დაბალი ბიუჯეტის შემთხვევაშიც კი, გირჩევთ ჭაღებისა და ნათურების გამოცვლას, ასევე დამატებითი ტორშერებისა და ბრების შეძენას. აქ მთავარია განათების რამდენიმე წერტილი შექმნათ სხვადასხვა შემთხვევისათვის. გახსოვდეთ, რაც არ უნდა ძვირფასი ჭაღი გქონდეთ, მხოლოდ ერთი წერტილი განათებისათვის ინტერიერში არასაკმარისია. მთავარია ჭერის, იატაკის, კედლის, მაგიდის განათებების ჰარმონიზაცია. მეორე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არ შეიძინოთ მკაფიო თეთრი ნათების ძლიერი ნათურები გამოიყენოთ ყველა ოთახში, რადგანაც ისინი თავს სცენაზე გაგრძნობინებთ. ასეთი განათება მოკლე დროში დაღლილობას იწვევს. ის არა მარტო არაკომფორტულია, არამედ საზიანოცაა ჯანმრთელობისათვის. აირჩიეთ საშუალო სიმძლავრის რბილი ნათების ნათურები. დღესდღეობით ნათების უამრავი ვარიაციები არსებობს. კონსულტანტებს მაღაზიებში მოსთხოვეთ კვალიფიციური კონსულტაცია, რათა სწორად აგარჩევინოთ ინოვაციური სანათები და არ დაგავიწყდეთ იმ ფართის ფუნქციისა და კვადრატულობის მითითება, სადაც გსურთ სანათის განთავსება.

უფრო დაწვრილებით ნათების შესახებ ჩვენს გვერძე მომავალში იხილავთ!

- განაახლეთ სააბაზანო ოთახი!

დეკორირებააბაზანა საცხოვრებლის მნიშვნელოვანი ნაწილია. დააკვირდით, თქვენ დღეს იწყებთ და ამთავრებთ სააბაზანო ოთახით. ეს კი ნიშნავს, რომ ის თქვენი დღის განწყობაზე დიდ ზემოქმედებას ახდენს. შესაძლებელია აბაზანის ყველაზე მარტივი გზით განახლება. აქ მთავარია ძველი ნივთების გადაყრა არ დაგენანოთ. შეცვალეთ პირსახოცები ფერადი ახალი მოდელებით. განაახლეთ შხაპის, ხელსაბანის ონკანები, ასევე აბაზანის საერთო აქსესუარები. ერთმა ბრჭყვიალა საკიდმაც კი შეიძლება თქვენს აბაზანას სხვა შარმი შემატოს და თქვენ ხასიათი გამოგიკეთოთ. არ დაგავიწყდეთ აბაზანის ფარდის შეცვლა, შეეცადეთ იატაკის, ან ჭერის, თუნდაც კედლის ფერს შეუხამოთ.

- შეცვალეთ ფარდები, ბალიშები, გადასაფარებლები...

დეკორირებადეკორირებაერთი სიტყვით, განაახლეთ ტექსტილი. ეს ინტერიერის ის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომლებიც მას ფუნქციონალიზმთან ერთად სიმყუდროვესა და სილამაზეს ანიჭებენ. ტექსტილი სეზონური არსებობს: ზამთრის და ზაფხულის. ისინი განსხვავდებიან ფაქტურით, ფერით, სტრუქტურით. ფარდების საშუალებით სწრაფად შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალოთ და განაახლოთ ინტერიერი. ზაფხულისათვის გამოიყენეთ ფერადი ფარდები და ჟალუზები. თუ თქვენი ოთახი სამხრეთისკენაა მიმართული და ზაფხულში მზის ბლოკირებაა საჭირო, მაშინ  რამდენიმე ფარდა დაგჭირდებათ: თხელი წული, ან რომაული ფარდა და უფრო სქელი მძიმე ფარდა, უმჯობესია ნატურალური მასალის.

- შეიძინეთ ყვავილები ქოთნებით.დეკორირება

ამით არა მარტო ბუნების ნოსტალგიას მოიკლავთ, არამედ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ. ცოცხალი ყვავილები თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს. იცოდეთ, არსებობს სახლის მცენარეები, რომლებიც ჰაერს ასუფთავებენ ტოკსინებისგან. მრავალ მათგანს სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, ალოე ბრწყინვალე აკსიოკსიდანტია და თან მარტივად მოსავლელი მცენარეა.

- შეიძინეთ ლამაზი დეკორატიული ყვავილების ჩასადგამი - „Ornamental floverpot“ – „planter“ – „кашпо“.

ეს ორიგინალური ქოთნები ორმაგ ფუნქციას ასრულებს: თქვენი ყვავილებისათვის ბრწყინვალე სამყოფელია და ამავდროულად დეკორატიული ელემენტია თქვენი ინტერიერისათვის.

- განაახლეთ პლედები, გადასაფარებლები რბილი ავეჯისთვის, ასევე შეიძინეთ ახალი დეკორატიული ბალიშები. 

ტექსტილის ეს მნიშვნელოვანი ელემენტები საგრძნობლად გამოაცოცხლებს ინტერიერს.

7 - განათავსეთ თქვენთვის საყვარელი ფოტოები გამოსაჩენ ადგილას!

დეკორირებაისინი ხასიათს აგიმაღლებენ. თქვენი ცხოვრების საუკეთესო კადრები თვალსაჩინო ადგილას უნდა გედოთ. მოიფიქრეთ, როგორ განათავსებთ მათ. დააჯგუფეთ, რომ ზედმეტად არ გაიფანტოს ინტერიერში. შეგიძლიათ დეკორატიულ ჩარჩოებში ჩასვათ, დაკიდოთ კედელზე, ან დადოთ ავეჯის ზედაპირებზე. თუ თანამედროვე ინტერიერი გაქვთ, ახალგაზრდული, მაშინ არსებობს მეტალისა, თუ სხვადასხვა მასალის დეკორატიული სტენდები, სადაც სამაგრებით დაამაგრებთ თქვენს საყვარელ ფოტოებს. ასეთი სტენდი, მერწმუნეთ, თქვენი სტუმრებისთვისაც ძალზე საინტერესო იქნება.

8 - იყიდეთ წვრილმანი ნივთების შესანახი ყუთები!

დეკორირებადეკორირებათქვენ ბევრი წვრილმანი დაგიგროვდათ... არ შეშინდეთ, ეს ყოველი ჩვენგანის პრობლემაა. არ იცით, ისინი როგორ შეინახოთ, რომ ადვილად მოსანახი გახდეს. მაგალითად: სამკაულები, ქამრები, შარფები, სათამაშოები, წამლები და ა. შ. ამ ნივთების შენახვა და მათი ადვილად მოძებნა უკვე აღარ არის პრობლემა. მთავარია შეიძინოთ შესაფერისი ყუთები. თანამედროვე დიზაინი გვთავაზობს ასეთი ყუთების ნაირსახეობას. მათ განყოფილებები გააჩნიათ. ხოდა სასიამოვნო შოფინგიც წინ გაქვთ. დაახარისხეთ ნივთები, გაიაზრეთ ყუთის ზომები და შეიძინეთ მაღაზიებში. მერწმუნეთ, ამ ვითომდა წვრილმანით, თქვენი ცხოვრება მეტად გაიოლდება.

- მორთეთ კედლები!

დეკორირებადეკორირებათუ თქვენთვის მხატვრის ფერწერული ტილოები ძალიან ძვირია, შეგიძლიათ ისინი პოსტერებით შეცვალოთ, ან მხატვრული ფოტოები შეიძინოთ, ბოლოს და ბოლოს თქვენ თვითონ შეგიძლიათ შექმნათ ნახატი, ან საინტერესო კომპოზიცია სხვადასხვა მასალისგან, თუნდაც გამხმარი ყვავილებით... აქ მთავარია ჩარჩო შეურჩიოთ ნამუშევარს. ამ პროცესში ჩარჩოების სახელოსნოშიც დაგეხმარებიან კონსულტანტები. არ დაგავიწყდეთ, ჩარჩო ინტერიერსაც უნდა უხდებოდეს. ამის გარდა კედლების დეკორირების მარტივი გზაა მისი დეკორატიული თაროებით მორთვა. ამ თაროებზე კი წიგნების გარდა, ლარნაკები და ათასი დეკორატიული ელემენტები შეგიძლიათ განათავსოთ.

10 - კედლები შეგიძლიათ მარტივად განაახლოთ!

დეკორირებათუ თქვენ აღარ მოგწონთ თქვენი კედლების ზედაპირი, მაგრამ მათი გადაღებვა, ან შპალერის გაკვრა რთულ პროცესად მიგაჩნიათ, მაშინ შეგიძლიათ მარტივი მეთოდი გამოიყენოთ. დღევანდელი მასალები იძლევა საშუალებას უმარტივესი მეთოდებით შეცვალოთ კედლები. ინტერნეტი კედლების დეკორირების მრავალ ვარიანტს გთავაზობთ. არ დაიზაროთ და შეარჩიეთ YouTub-ზე თქვენთვის მისაღები ვარიანტი. ჩვენ კი მიგანიშნებთ, რომ არსებობს ინოვაციური შპალერისა და პანოების ვარიანტები, რომელთაც  ახალი თაობის წებოს საფუძველი აქვს. ისინი კედლის არსებულ ზედაპირს არ აზიანებს და შესაძლებლობას გაძლევთ ადვილად დააკრათ და ასევე ადვილად ააძროთ.

და ბოლოს, როგორი ლამაზი დეკორის ელემენტებიც არ უნდა შეიძინოთ, ინტერიერის მოწყობისათვის მთავარია მათი ერთმანეთთან ჰარმონიული შერწყმა. ასე რომ ყოველი ახალი ნივთის შეძენისას იფიქრეთ, თუ როგორ ჩაეწერება ის თქვენს ინტერიერში და რამდენად მოგიტანთ თქვენ დადებით ემოციას. გახსოვდეთ, თქვენ მთავარი ხართ, ნივთები კი მხოლოდ გილამაზებთ ცხოვრებას!


ავტორი: არქიტექტორი - ქეთევან სოლომონიშვილი.